იმობილე „ტოტენჰემის“ სამიზნე ხდება
იმობილე „ტოტენჰემის“ სამიზნე ხდება

„ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე „ტოტენჰემის“ სატრანსფერო სმიზნე გახდა, – იუწყება Football.london.

გამოცემის ინფორმაციით, ჰარი კეინის ტრავმისგან განკურნებამდე ინგლისურ კლუბში მისი შემცვლელის მოძებნა გადაწყვიტეს, რომელიც გუნდის პოტენციური ლიდერი გახდება.

ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კი რომაელთა ლიდერი ჩირო იმობილე განიხილება, რომლის შეძენაც ინგლისელებს ათეულობით მილიონი ევრო დაუჯდებათ, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი „ლაციომ“ დათმო.

მიმდინარე სეზონში ჩირო იმობილემ ბრწინვალე სტატისტიკა აჩვენა – 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.