იმობილე „ლაციოში“ 2025 წლამდე დარჩება
იმობილე „ლაციოში“ 2025 წლამდე დარჩება

„ლაციოს“ თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ განაცხადა, რომ რომაულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

„მინდა, რომ ჩემი კარიერა სამუდამოდ „ლაციოს“ დავუკავშირო, – ციტირებს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სიტყვებს Sky Italia. – განახლებული კონტრაქტის მიხედვით, „ლაციოში“ 2025 წლამდე ვითამაშებ და ხელშეკრულება მაშინ ამოიწურება, როცა 35 წელი შემისრულდება.“

„ლაციოში გადმოსვლამდე მოლაპარაკებები „ნაპოლისთან“ მქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ჩვენი შეთანხმება ვერ შედგა. ნეაპოლი ჩემი მშობლიური ქალაქია, რომელიც ყოველთვის მეყვარება, მაგრამ ის რაც „ლაციომ“ მომცა, შეაუფასებელია“, – ამბობს რომაული კლუბის ლიდერი.