იმობილე - ბელგია პირველია ფიფა-ს რეიტინგში, მაგრამ ჩვენ ენთუზიაზმით ვართ სავსე #1TVSPORT
იმობილე - ბელგია პირველია ფიფა-ს რეიტინგში, მაგრამ ჩვენ ენთუზიაზმით ვართ სავსე #1TVSPORT

იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ბელგიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

„ბელგიის ნაკრები პირველია ფიფა-ს რეიტინგში. ეს არის გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს.

სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ არც ჩვენს ჩვეულ თამაშს ვუღალატოთ. შესაძლოა, ბელგიელები ცოტა უფრო გამოცდილები არიან, მაგრამ ჩვენ ენთუზიაზმით ვართ სავსე.

რაც შეხება ლუკაკუს, ის წლებთან ერთად სულ უფრო ძლიერი ხდება. ეს კონტეს მსგავს მწვრთნელთან მუშაობის შედეგიც არის. ლუკაკუს აქვს ფიზიკური ძალა, სისწრაფე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი – ეს ყველაფერი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს“, – განაცხადა ჩირო იმობილემ.

შეგახსენებთ, რომ ბელგია-იტალიის მეოთხედფინალური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროისთ 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.