იმედია, თამაშს გააგრძელებ - ჯოკოვიჩმა ფედერერს 40 წლის იუბილე მიულოცა #1TVSPORT
იმედია, თამაშს გააგრძელებ - ჯოკოვიჩმა ფედერერს 40 წლის იუბილე მიულოცა #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაბადების დღე მიულოცა როჯერ ფედერერს, რომელსაც 8 აგვისტოს 40 წელი შეუსრულდა. სერბმა იმედი გამოთქვა, რომ როჯერი კარიერას გააგრძელებს.

„სალამი, როჯერ, გილოცავ 40 წლის იუბილეს! ვაუ, 40 წელი, როგორი რიცხვია! შენ კვლავინდებურად გვაძლევ აღმაფრენას და წარმატებას აღწევ კორტზე, კორტის მიღმა.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ბოლო 15 წელი შენთან ერთად კორტზე ყოფნა.

იმედია, გააგრძელებ თამაშს. რა თქმა უნდა, სპორტს შენ ჭირდები. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე, მადლობა იმისთვის, რომ გვიჩვენებ – ასეთ ასაკშიც შეგვიძლია ვითამაშოთ ძალიან მაღალ დონეზე.

გისურვებ სიკეთეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს შენს ახლობელ ადამიანებთან ერთად. და კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის“, – თქვა ჯოკოვიჩმა ფედერერისთვის მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, რომელიც ATP-ის „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

დატოვე კომენტარი