იმედი მაქვს, მიმიწვევენ – 37 წლის დურანტს 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურს #1TVSPORT

01:48, 05.08.2026

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა, 37 წლის კევინ დურანტმა 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ორი წლის შემდეგ ზაფხულის თამაშები ლოს ანჯელესში გაიმართება.

„ყველაფერი დამოკიდებულია გრანტ ჰილზე (აშშ-ის კალათბურთის ფედერაციის მმართველი დირექტორი) და იმაზე, რისი მიღწევა სურს აშშ-ის ნაკრებს. ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო და იმედი მაქვს, მოწვევას მივიღებ, თუმცა ბევრი შესანიშნავი მოთამაშე იმსახურებს ადგილს ნაკრებში“, – განაცხადა დურანტმა ESPN-თან კომენტარში.

„ჰიუსტონის“ ფორვარდი აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2012, 2016, 2020, 2024).

მსგავსი