იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი წელს არ შედგება, მოთამაშეებს ხელფასების ნაწილზე უარის თქმა მოუწევთ
იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი წელს არ შედგება, მოთამაშეებს ხელფასების ნაწილზე უარის თქმა მოუწევთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოცაიციის რეგულარული სეზონი ოფიციალურად შეჩერებულია. მიზეზი კორონავიირუსის პანდემიაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება სეზონი, ან ჩატარდება თუ არა საერთოდ მიმდინარე წელს. ამის შესახებ, კონკრეტული განცხადება ლიგის ხელმძღვანელობის მხრიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა. თუმცა როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ ვითარება ამერიკაში კორონავირუსთან მიმართებაში დადებითად შეიცვლება, მაშინ ლიგა რეგულარულ სეზონს განაახლებს. თუმცა, დანამდვილებით იმის თქმა, რომ ეს აუცილებლად მოხდება ჯერჯერობით შეუძლებელია.

ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ 2019-20 წლების რეგულარული სეზონი და შესაბამისად პლეი ოფის სერია არ შედგება და ჩაიშლება, მაშინ მოთამაშეებს ხელფასების გარკვეულ ნაწილზე უარის თქმა მოუწევთ.