იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონს განაახლებს, ჯონ ვოლი მოედანზე გასვლას არ აპირებს
იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონს განაახლებს, ჯონ ვოლი მოედანზე გასვლას არ აპირებს

„ვაშინგტონ ვიზარდსის“ გამთამაშებელსა და ლიდერ ჯონ ვოლს ბოლო სეზონების მანძილზე ტრავმებმა მოსვენების საშუალება არ მისცა. 2018-18 წლების სეზონზე მან მხოლო 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე წლის რეგულარულში კი ვოლს საერთოდ არ უთამაშია.

„ვაშინგტონის“ მფლობელმა ტედ ლეონსისმა გასულ ზაფხულს განაცხადა, რომ ვოლი დიდი ალბათობით 2019-20 წლების სეზონზე თამაშს საერთოდ ვერ შეძლებს. როგორც ცნობილია „ვიზარდსის” გამთამაშებელი დიდი ხნის მანძილზე კოჭის ტრავმას მკურნალობდა. გუშინ ვოლმა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სეზონი განახლდება ის თამაშს არ აპირებს.

დატოვე კომენტარი