ილქაი გიუნდოგანმა „გალათასარაისთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

14:24, 21.06.2025

გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ილქაი გიონდოგანი თურქულ „გალათასარაიში“ გადასვლას დათანხმდა.

მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის შესახებ, – წერს ფრანგული გაზეთი L’Équipe. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ტრანსფერის საბოლოოდ შესათანხმებლად.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს წინ ელოდება საუბარი „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელთან ოქან ბურუქთან. ეს იქამდე მოხდება, სანამ გუნდები გარიგებაზე მოილაპარაკებენ. ამ მომენტისთვის გიუნდოგანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „სიტიმ“ შეიძლება უფასოდ გაუშვას 34 წლის ფეხბურთელი. გიუნდოგანს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტით ერთი წელი დარჩა.

მსგავსი