ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ კიდევ ერთი წლით რჩება #1TVSPORT
ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ კიდევ ერთი წლით რჩება #1TVSPORT

გერმანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩება „მანჩესტერ სიტიში“.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა გაააქტიურა კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი – 2026 წლის ზაფხულამდე. გარდა ამისა, ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ოპცია კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესახებ.

„გიუნდოგანს კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტით. არ ვიცი რა მოხდება ზაფხულში, მაგრამ ის ჩვენთან კიდევ ერთი წელი დარჩება“, – განაცხადა „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.