ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს #1TVSPORT

09:02, 21.08.2025

ილქაი გიუნდოგანი, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიდან“ წავიდეს.

გერმანელი ნახევარმცველის მოქმედი ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

იტყობინებიან, რომ გიუნდოგანი შეიცვლის კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. რამდენიმე წამყვანმა გუნდმა უკვე გააკეთა განაცხადი გერმანელი ფეხბურთელის შეძენაზე.

გიუნდოგანმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა 90 წუთი პრემიერლიგის პირველ ტურში, რომელშიც „სიტიმ“ 4:0 დაამარცხა „ვულვზი“.

მსგავსი