ილონ მასკი - USAID-ი მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად.
„USAID მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს.
ბენცი, თავის მხრივ, აქვეყნებს ფოტოებს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნების ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მედიაორგანიზაციები უნდა დათნხმდნენ სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას.
„რატომ აძლევდა USAID-ი მედიაორგანიზაციებს ინსტრუქციას მთელ მსოფლიოში, რომ დათანხმებოდნენ „სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას“ სოციალური მედიის ნარატივების კოლექტიური ცენზურისთვის?“ – წერს მაიკ ბენცი.