ილონ მასკი - მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება
ილონ მასკი - მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება

კომპანია „სფეის იქსის“ ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასოდ იქნება შესაძლებელი. როგორც ილონ მასკი ამბობს, წითელ პლანეტაზე გამგზავრების საშუალება მხოლოდ მილიარდერებს არ ექნებათ.

„დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მარსზე გაფრენა 500 000 დოლარი ან 100 000 დოლარიც კი ეღირება. ბილეთი უნდა ღირდეს იმდენი, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სახლის გაყიდვა და მარსზე გადაბარგება შეძლონ“, – წერს ილონ მასკი „ტვიტერის“ გვერდზე.

მასკის თქმით, ვარსკვლავური ხომალდი, რომლის ბორტზეც 100 მგზავრი დაეტევა, მზის სისტემაში სისტემატურად იმოგზაურებს.

„სფეის იქსი“ მარსზე მისიის გაგზავნას 2020 წელს გეგმავს. ამასთან, მასკის ვარსკვლავური ხომალდის პროტოტიპი შესაძლოა, სულ მალე გამოჩნდეს.

დატოვე კომენტარი