საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ სემინარი ჩაატარა. აღნიშნული ინიციატივა ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით უკვე თვეზე მეტია ხორციელდება.
ბოლო კონფერენციაზე ზუროსმა აქცენტი თამაშის შეტევით სტილზე გააკეთა. წინა სემინარზე ბერძენმა სპეციალისტმა დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. მწვრთნელებთან კომუნიკაციაში ზუროსს მანუჩარ მარკოიშვილი ეხმარებოდა. მან თარჯიმნის როლი მოირგო. ონლაინ სემინარი ორი საათი გაგრძელდა.