ილიას ზუროსი - ყველაზე მეტი დახმარება დაცვაში გვჭირდება და საამისოდ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს
ილიას ზუროსი - ყველაზე მეტი დახმარება დაცვაში გვჭირდება და საამისოდ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს

პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში მყოფმა საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა 2021 წლის ევრობასკეტსა და ჩვენი ეროვნული გუნდის მზადებაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს ოთხ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გაიმართება, რის გამოც ჩვენი გუნდი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ითამაშებს.

„საკვალიფიკაციო ეტაპს ჩვენთვის მოსამზადებელი დატვირთვა ექნება და ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ძალიან მნიშვნელიოვანია ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარება, რათა უკეთესი შედეგები დავდოთ და ნამდვილად გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ ძლიერ პოზიციებს დავიკავებთ ევროპულ კალათბურთში. რაც შეეხება ახალ ნატურალიზებულ კალათბურთელებს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. წინ კიდევ ბევრი დროა. ამჟამად საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად დაცვაში უჭირს და სწორედ ამ პოზიციაზე გვჭირდება დახმარება, თუმცა ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეები ნამდვილად გვყავს და ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ. იმისათვის, რომ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობედსეს და ქართული კალათბურთი გაიზარდოს, ამისთვის საქართველოს ლიგა უნდა გაძლიერეს, უკეთესი მწვრთნელები უნდა გავზარდოთ და შემდეგ უკეთესი შედეგები აუცილებლად მოვა“ – განაცხადა ზუროსმა.

გადაცემაში შედგა ასევე ევრობასკეტ 2021-ის ლოგოს პრეზენტაცია.