ილიას ზუროსი - უნგრეთთან მატჩში შედეგს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ [ვიდეო] #1TVSPORT
ილიას ზუროსი - უნგრეთთან მატჩში შედეგს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, თბილისის დროით 20 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. „ჯვაროსნები“ ქალაქ კეჩკემეტში უნგრეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე სლოვენიური შეკრება შეაჯამა და მომავალ მატჩზეც ისაუბრა.

„დავასრულეთ მზადების სლოვენიური ეტაპი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კალათბურთელები ვარჯიშებისას ბოლომდე იხარჯებიან. გვაქვს პრობლემები, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან მზადების საწყის ეტაპზე ვართ. საერთო ჯამში როლგაში ვარჯიშით ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი პირობები გვქონდა“.

 

VS უნგრეთი

„ვიწყებთ ამხანაგურ მატჩებს. შევხედავთ, რას წარმოვადგენთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გვექნება შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ ევრობასკეტამდე. საკონტროლო შეხვედრებში შედეგებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, ჩვენი მთავარი ამოცანა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.“

 

NBA-ელები

„სანდრო მამუკელაშვილი ჩვენთანაა და საწვრთნელ პროცესში უკვე ერთვება. მას აქამდე არ ჰქონდა გუნდთან ვარჯიშის უფლება NBA-ის წესების გამო. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, არ ვიცით როდის შემოგვიერთდება, რადგან ტრავმა აქვს. დაველოდებით, როგორ განვითარდება მოვენები და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებებს.”