ილიას ზუროსი შემადგენლობას ხვალ დაასახელებს
ილიას ზუროსი შემადგენლობას ხვალ დაასახელებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე შეუერთდნენ.

ცინცაძე და ბითაძე გუნდთან ერთად ხვალ დილით ივარჯიშებენ, საღამოს კი ნაკრები ავსტრიაში გამგზავრებამდე ბოლო ღია ვარჯიშს გამართავს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ღია ვარჯიშზე იმ 12 კალათბურთელს დაასახელებს, რომლებიც 21 თებერვალს, დილის 10:20 საათზე გეზს ვენისკენ აიღებენ.

შეგახსენებთ, ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, ვენის Schwechat არენაზე, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პირველი არხი შეხვედრის რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.