ილიას ზუროსი - მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს #1TVSPORT
ილიას ზუროსი - მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისლანდიის წინააღმდეგ ისტორიული მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა დამოუკიდებელი საქართველოს კალათბურთის ისტორიაში, რომლის მთავარი შემოქმედი ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ილიას ზუროსი:

„ეს არის უბედნიერესი დღე ჩემს საკალათბურთო კარიერაში. ბიჭებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს. ამ მოგებით ჩვენ დავწერეთ ისტორია და პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიოზე მოხვედრით ქართული კალათბურთს დიდი „ბუსტი“ მივეცით.

თორნიკე შენგელიამ საოცარი რამ ჩაიდინა – ოთხ დღეში ბევრი იმგზავრა და სამი მატჩი ითამაშა. ეს დაუჯერებელია. სასიხარულია, რომ შრომა დაუფასდა.

მადლობა გიორგი შერმადინს. მან, ისევე, როგორც ყველა კალათბურთელმა, თამაშში გული და სული ჩადო. მადლობა ყველას. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ თად მაკფადენი ერთ-ერთი ჩვენიანია. ის ყველას უყვარს და მას ყველა უყვარს.

გადამწყვეტი მოგება იყო ესპანეთთან თბილისში და გამარჯვება ისლანდიაში, რის წყალობითაც საშუალება მოგვეცა დღევანდელი მინიმალური წაგებით შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით.

მიხარია, რომ მთელი საქართველო გავახარეთ. მინდა მთელი გულით მადლობა გადავუხადო საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მთელი ქვეყანა გავახარეთ“.