ილიას ზუროსი - გპირდებით, ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიოს ქართული კალათბურთის სული და გული დავანახოთ #1TVSPORT
ილიას ზუროსი - გპირდებით, ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიოს ქართული კალათბურთის სული და გული დავანახოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა თბილისის თასის ფინალში მონტენეგრო 84:79 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე დადებითი ემოციებით მიემგზავრება. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისაუბრა.

„მადლობა დიდი შრომისთვის ყველა კალათბურთელს. მძიმე მატჩი იყო ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან. მონტენეგროს შეუძლია თამაში ფარქვეშ, პერიმეტრიდან, რთული იყო დაცვა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

გვაქვს ტალანტი და თუ ერთ ოჯახად დავრჩებით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია. მადლობა გულშემატკივრებს. გპირდებით ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიოს ქართული კალათბურთის სული და გული დავანახოთ“, – განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.