ილიას ზუროსი - „ჩვენ დღეს არ გაგვიმართლა“
ილიას ზუროსი - „ჩვენ დღეს არ გაგვიმართლა“

საქართველოსა და საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებებს შორის მატჩის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჩვენი გუნდის მწვრთნელმა თამაში და შედეგი შეაფასა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მინდა მივულოცო მეტოქეს და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. ამისთვის მათ დიდი მადლობა. კალათბურთში გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ დღეს არ გაგვიმართლა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სრულყოფილად გავაკეთეთ. ბუნებრივია, ჩვენ შეცდომები გვქონდა და ამან დიდი როლი ითამაშა. ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ და ახლა სწორედ მომავალი მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ.

მეტ ჯენინგი (საქართველოს ნაკრების მოთამაშე): ყველამ კარგად ვითამაშეთ, გუნდურად, რადგან დიდი ხანი ვემზადებოდით ამ თამაშისთის. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და მინდა ვთქვა, რომ ჩვენც გვქონდა მოგების შანსი, უბრალოდ არ გაგვომართლა. დარბაზში შესანიშავი ატმოსფერო იყო, რისთვისაც დიდი მადლობა გულშემატკივრებს.