ილიას ზუროსი - ამაყები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ #1TVSPORT
ილიას ზუროსი - ამაყები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ #1TVSPORT

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სპორტის ახალ სასახლეში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი

„მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. დიდებული იყო ჩვენი გუნდის ენერგია, რაც გულშემატკივარმა მოგვცა. ენერგია მოდიოდა მათგანაც, ვინც სახლიდან გვიყურებდა. ვამაყობთ, რადგან დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ახლა დავისვენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ.

– როდის ვიგრძენი, რომ მოვიგებდით? – დილას ვიგრძენი, მაშინ, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები, მათი მიდგომა, მათი მონდომება. დღეს დავინახეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება. მადლობა შერმადინსა და შენგელიას, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელებს დაელაპარაკნენ, რაც გუნდის სულისთვის აუცილებელი იყო.

– დაცვა გამარჯვების მთავარი საწინადრი იყო. მეტოქეს იოლი ბურთების ჩაგდება დავანებეთ, თუმცა წუთშესვენების შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ბექაურმა ბევრი დაფარება გააკეთა, ბევრი ბურთი მოხსნა, შენგელია, შერმადინი – ყველა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაცვამ მოგვაგებინა. ევრობასკეტზე ბევრი ძლიერი მეტოქე გვყავს. ბულგარეთი, ბელგია ძალიან ძლიერები არიან. მონტენეგრო ძალიან ძლიერია. თურქეთსა და ესპანეთს NBA-ს კალათბურთელები ჰყავთ.

– ველოდებით სანდრო მამუკელაშვილს, გოგა ბითაძეს. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. გვინდოდა წნეხი მოგვეხსნა მაკფადენისთვის და მან კარგად ითამაშა. თუმცა უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი. ერთი თამაში არაფერს ნიშნავს, მთავარია სტაბილურობა და სწორი გზით მუშაობა“.