ილიას ზუროსი – ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ

20:49, 19.02.2020
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩში შვეიცარიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მომავალ შეხვედრასა და ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეების გამოძაახებაზე ილაპარაკა.
„ჩვენ უკვე ხვალიდან ვიწყებთ ევრობასკეტისთვის მზადებას. შვეიცარიასთან შეხვედრამდე ძალიან ხანმოკლე მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. იოლი მატჩი არ გველის, რადგან კალათბურთი გუნდური თამაშია, იოლი მეტოქეები კი აღარ არიან. გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები მოვიწვიეთ, რადგან საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება. ეს შესარჩევი ციკლი კარგი შანსია, უახლოესი თაობა რომ ვნახოთ . რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ“, – ამბობს ილიას ზუროსი.
საქართველოსა და შვეიცარიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევი ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში 20 თებერვალს, 19.00 საათზე დაიწყება.

მსგავსი