ილია ზაბარნი პსჟ-ის ფეხბურთელია #1TVSPORT
ილია ზაბარნი პსჟ-ის ფეხბურთელია #1TVSPORT

ინგლისური „ბორნმუთისა“ და უკრაინის ნაკრების მცველი ილია ზაბარნი „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ინსაიდერმა, ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, 22 წლის უკრაინელის სატრანსფერო თანხამ 68 მილიონი ევრო შეადგინა. გარიგება დასრულებული და დადასტურებულია და მალე მის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებენ.

გასულ სეზონში ზაბარნიმ ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბორნმუთთან“ 2029 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.