ილია თოფურიას მწვრთნელი – ამ ეტაპზე ოქტაგონზე დაბრუნება ჩვენი პრიორიტეტი არ არის #1TVSPORT

21:31, 12.09.2026

ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ხესუს გალიო დანა უაითის ბოლო განცხადების მიუხედავად ამბობს, რომ ილია საბრძოლველად მზად არ არის.

UFC-ს პრეზიდენტის თქმით, ქართველი ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზად არის.

„ეს ჩემთვის ახალი ამბავია. არ ვიცი, რას გულისხმობს დანა ან რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებას.

ახლა მთლიანად ვარჯიშის დაწყებასა და საწვრთნელი ბანაკის აღდგენაზე ვართ კონცენტრირებულები. ამ ეტაპზე ოქტაგონზე დაბრუნება ჩვენი პრიორიტეტი არ არის.

სიმართლე რომ გითხრათ, ილია საოცრად პროგრესირებს, თუმცა რეალური საწვრთნელი ბანაკი ჯერ არ დაგვიწყია. უშუალოდ MMA-ს მიმართულებით ჯერ არც კი გვივარჯიშია“, – ამბობს გალო.

ილია თოფურიამ ბოლოს ივნისში იბრძოლა და ჯასტინ გეიჯისთან სატიტულო ბრძოლაში დამარცხდა.

მსგავსი