ილია თოფურიამ ოქტაგონზე დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა #1TVSPORT
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა და განმარტა, როდის შეძლებს მომდევნო ბრძოლისთვის მზადების სრულფასოვნად განახლებას.
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა თოფურიას შესაძლო დაბრუნების პერიოდად 2027 წლის დასაწყისი დაასახელა. თავად ქართველი მებრძოლის განცხადებით, ის იანვარში სრულ მზადყოფნაში ყოფნას გეგმავს, თუმცა ყველაფერი აღდგენის პროცესზე იქნება დამოკიდებული.
„იანვარში მზად ვიქნები, თუ ექიმები სრულკონტაქტიანი სპარინგების ჩატარების უფლებას მომცემენ. ეს ეხება როგორც კრივს, ისე გრეპლინგსა და პარტერში ბრძოლას. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზეც იქნება დამოკიდებული. უნდა დავაკვირდე, როგორ მიიღებს ორგანიზმი დატვირთვას. აქამდე ამ მხრივ პრობლემა არასდროს მქონია და დარწმუნებული ვარ, ახლაც ყველაფერი კარგად იქნება.
თუმცა გარკვეული დრო ადაპტაციისთვის დამჭირდება, რადგან ბოლო სპარინგის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდია გასული. როგორც კი ამ ეტაპს გავივლი და სრულფასოვან ვარჯიშს დავუბრუნდები, ჩემი მომდევნო ბრძოლის თარიღიც განისაზღვრება“, – განაცხადა თოფურიამ.