ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან თეთრ სახლში გასამართი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა [ვიდეო] #1TVSPORT
ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან თეთრ სახლში გასამართი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა [ვიდეო] #1TVSPORT

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

15 ივნისს თოფურია UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შოუს მთავარი მონაწილეა – თეთრ სახლში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ის ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს ილია თოფურიამ 70 კგ უპრობლემოდ დააფიქსირა. წონა ასევე წარმატებით ჩააბარა ჯასტინ გეიჯიმ.

29 წლის ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელია, მან კარიერაში 17 ბრძოლა მოიგო. 2024 წელს თოფურია ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი დივიზიონის ქამარიც მოიპოვა.