ილია თოფურიამ ფეხბურთში ყველა დროის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT

11:02, 06.05.2026

UFC-ს ორი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ESPN-თან ყველა დროის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

თოფურიამ საუკეთესოთა შორის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

მცველები: პაოლო მალდინი (იტალია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), რობერტო კარლოსი (ბრაზილია), კაფუ (ბრაზილია)

ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლიონელ მესი (არგენტინა)

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), რონალდო (ბრაზილია), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

ამჟამად ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც 15 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი