ილია თოფურიამ დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა - ბრწყინვალე გამარჯვება სადებიუტო ბრძოლაში ძლიერ მეტოქესთან
ილია თოფურიამ დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა - ბრწყინვალე გამარჯვება სადებიუტო ბრძოლაში ძლიერ მეტოქესთან

აბუ დაბიში გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე პირველად ისტორიაში ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიგა ჭიკაძემ საკუთარი ბრძოლა ომარ მორალესთან გამარჯვებით დაასრულა. პრომოუშენის დებიუტანტი ილია თოფურია კი საკმაოდ ძლიერ მოროკოელ იუსუფ ზალალს დაუპირისპირდა და დამაჯერებელად მოიგო. მსაჯებმა თოფურიას მოგება ერთსულოვნად დააფიქსირეს.

თოფურია ბრძოლის ნაადრევად დასრულებას რამდენიმეჯერ შეეცადა, თუმცა მეტოქემ საკმაოდ კარგი გამძლეობა გამოავლინა და არ დანებდა. მოგებული ბრძოლის შემდეგ ილიამ კარიერაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ის შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებლად ასპარეზობს. პირველი არხი ინტერვიუს ქართველ მებრძოლთან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.