ილია თოფურია - შემდეგ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩავატარებ #1TVSPORT
ილია თოფურია - შემდეგ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩავატარებ #1TVSPORT

UFC 300-ზე მსუბუქი წონის ბრძოლაში მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე შესრულებული ნოკაუტით დაამარცხა.

ჩხუბის დასრულების შემდეგ 32 წლის ამერიკელმა განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან საბრძოლველად ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის მზადაა.

ჰოლოუეის განცხადებას ქართველი მალევე გამოეხმაურა. როგორც თოფურია ამბობს, ბრძოლისთვის მზადაა.

„ყველაფერი ნათელია, შემდეგ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩავატარებ. გილოცავ, ისიამოვნე ამ დღით, თუმცა ჩემთან დაპირისპირების შემდეგ ქამარი თავის ადგილზე დაბრუნდება“, – ამბობს ილია.

ამ მომენტისთვის მაქს ჰოლოუეის MMA-ის კარიერაში 27 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. ის 2017 წელს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და ქამარი სამჯერ დაიცვა. ჩემპიონის ტიტული მან 2019 წელს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დაკარგა.

რაც შეეხება თოფურიას, 27 წლის ქართველი MMA-ში დაუმარცხებელია (15-0). ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ის თებერვალში სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ გახდა.

ჯერჯერობით UFC-ის ბრძოლა ოფიციალურად არ დაუნიშნავს.