ილია თოფურია - მეხუთე ქართველი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC)
ილია თოფურია - მეხუთე ქართველი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC)

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ (Twitter) მომხმარებელი გიორგი კოკიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, ილია თოფურია მეხუთე ქართველი აქტიური სპორტსმენია, ვინც აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) იასპარეზებს.

დაუმარცხებელი მსუბუქწონოსანის (Featherweight) ანგარიშზე რვა გამარჯვებაა. ილია გერმანიაში დაიბადა, თუმცა წარსულში საქართველოსა და ესპანეთის სახელით ასპარეზობდა. წყაროს მიხედვით, 23 წლის ქართველი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მხოლოდ საქართველოს სახელით გამოვა.

ამჟამად, შერეული საბრძოლო სახეობების მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ხუთი ქართველი ასპარეზობს – ილია თოფურიას გარდა, UFC-ში მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე და ლიანა ჯოჯუა ირიცხებიან.