ილია თოფურია კარლოს ალკარასს მიმართავს - როცა ნიჭი და შრომა ერთიანდება, იქ ლეგენდები იბადებიან #1TVSPORT
ილია თოფურია კარლოს ალკარასს მიმართავს - როცა ნიჭი და შრომა ერთიანდება, იქ ლეგენდები იბადებიან #1TVSPORT

UFC-ს მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში კარლოს ალკარასს ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მიულოცა.

„როცა ნიჭი და შრომა ერთიანდება, იქ ლეგენდები იბადებიან. გილოცავ კარიერული გრანდ სლემის შესრულებას. შეუჩერებელი ხარ“, – დაწერა ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში დაამარცხა და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც კარიერული გრანდ სლემი (დიდი სლემის  ოთხივე ტურნირი მოიგო) შეასრულა.