ილია თოფურია - ჯერ კიდევ არ აქვს ხალხს ჩემი პოტენციალი ბოლომდე ნანახი
ილია თოფურია - ჯერ კიდევ არ აქვს ხალხს ჩემი პოტენციალი ბოლომდე ნანახი

23 წლის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, რომელსაც UFC-ში 2-დან 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სპეციალურ ეთერში იყო მიწვეული, სადაც მან 2020 წელი შეაფასა:

„წარმატებული წელი გვქონდა. ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი მებრძოლი, რომ გამოვედით, თან როგორი მებრძოლები, ყველაფერს შედეგზე ვხედავთ, ძალიან გახარებული ვარ.“

ილიამ UFC-ში ჩატარებულ ბრძოლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხს ჯერ მისი პოტენციალი ბოლომდე არ აქვს ნანახი:

„რა თქმა უნდა, პირველი ბრძოლა გამიჭირდა, მთლიანი იმ პროცესისთვის მომზადება, რაც ბრძოლამდე მისვლას სჭირდება. 8 დღით ადრე შემატყობინეს, რომ UFC-ში მივიღებდი მონაწილეობას. გამიჭირდა მომზადება, არც ვიყავი მზად, თან კორონავირუსი მქონდა გადატანილი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია მოვიპოვეთ გამარჯვება და მეორე ბრძოლაში, რა თქმა უნდა, შემეტყო განსხვავება, რადგან მეორე ჩხუბისთვის 8 კვირით ადრე გამაფრთხილეს და საკმაოდ დიდი დრო მქონდა მოსამზადებლად, ჯერ კიდევ არ აქვს ხალხს ჩემი პოტენციალი ბოლომდე ნანახი, 2021 წელი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ გავახარებთ ქართველ ხალხს.“