ილია თოფურია – არ მსურს, ქვემსუბუქი დივიზიონის განვითარება შევაჩერო, იქ ბიჭები ოცნებების ასასრულებლად იბრძვიან #1TVSPORT

11:54, 26.03.2025

UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა, თუ რატომ დათმო უბრძოლველად საკუთარი დივიზიონის ქამარი და მსუბუქ დივიზიონში გადავიდა.

„65 კგ-მდე წონის დაკლებას აღარ ვაპირებ. არ მსურს, დივიზიონის განვითარება შევაჩერო. იქ არიან ბიჭები, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ და ჩემ მსგავსად თავიანთი ოცნებების ასრულებისთვის იბრძვიან.

იმ წონაში ტიტულის შენარჩუნება ჩემი მხრიდან ეგოისტურად მოქცევა იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ამის დასამტკიცებლად ქამარი არ მჭირდება“, – განაცხადა თოფურიამ.

ქამრისთვის, რომელიც ილია თოფურიამ ქვემსუბუქ დივიზიონში დათმო, აპრილში ერთმანეთს ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი შეხვდებიან. ჯერ უცნობია, ვისთან ჩაატარებს თოფურია თავის შეხვედრას მსუბუქ წონაში.

მსგავსი