ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ოთხი მათგანი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

100 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა ახალგაზრდა ილია სულამანიძემ. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი მიხაელ კორელი ულამაზესი ილეთით დაამარცხა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ონისე სანებლიძემ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი დამატებით დროში დამარცხდა.

ტურნირის ფინალშია და ცოტა მოგვინაებით ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილიც, რომელმაც ნახევარფინალში დამატებით დროში ლამაზი გდებით ტაჯიკი რახიმოვი დაამარცხა. ფინალში გურამის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება.

დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი მეორე ქართველი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე მესამე ადგილისთვის ავსტრიელ სპორტსმენთან იჭიდავებს.

სამწუხაროდ, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ უშანგი მარგიანი (90კგ) და მძიმეწონოსანი ქალი ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღემდე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი იყო, რომელიც შეჯიბრზე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.