ილია სულამანიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს მესამე ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100კგ) მოუტანა.

ფინალში მან უზბეკი ძიუდოისტი რაჯაბოვი დაამარცხა. რამდენიმე წუთში ტურნირის ფინალში იჭიდავებს მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილიც, რომელიც ოქროს მედლისთვის უნგრელ სპორტსმენს შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი დემეტრაშვილი (+100) იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე დღემდე საქართველოს ყულაბაში ორი ოქროს მედალი გახლდათ. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.

სულამანიძის ბრძოლა 1/2 ფინალში: