ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია, საბა ინანეიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა | ძიუდო
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია, საბა ინანეიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა | ძიუდო

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ილია სულამანიძე (100კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში თურქი მოწინააღმდეგე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღეს ნაკრებისთვის მეორე მედლის მოპოვება მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა შეძლო. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ძიუდოისტს რამდენიმე წამში სძლია.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა კიდევ ერთ ქართველს, მიხეილ ბექაურს (90კგ), რომელმაც, სამწუხაროდ, თავისი ორთაბრძოლა რუს სპორტსმენთან დათმო. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ყულაბაში მხოლოდ ლუკა კაპანაძის (66კგ) ვერცხლის მედალი გახლდათ. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯამში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.