ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია | ძიუდო
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია | ძიუდო

ილია სულამანიძე ფინეთის ქალაქ ვანტააში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ უკრაინელ იევჰენ ვეჰერას მოუგო.

რამდენიმე წუთში, მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში გელა ზაალიშვილი იასპარეზებს, ხოლო ბრინჯაო მედლისთვის საბა ინანეიშვილი უნგრელ რიჩარდ სიპოცს შეხვდება.

დატოვე კომენტარი