ილია სულამანიძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ილია სულამანიძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, ქართველმა ძიუდოსტმა ილია სულამანიძემ ნახევარფინალში რუსი სპორტსმენი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს.

ტურნირზე დღეს კიდევ სამი ქართველი გამოვიდა, მაგრამ ისინი სამწუხაროდ ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.