ილია ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ილია ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ილია ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული მოთამაშეები ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Sofascore-მა დაასახელა.

26 წლის ქართველმა მცველმა დასრულებულ სეზონში 33-დან მხოლოდ 20 თამაში (13 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა) ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ამის მიუხედავად, ბერიაშვილმა საიმედო თამაშით საერთაშორისო ანალიტიკური ვებგვერდისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა – Sofascore-მა სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7.3 ქულა დაუწერა და 3-4-3 სათამაშო სქემით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ბერიაშვილმა საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში თელავის „კახეთში“ დაიწყო, თამაშობდა გურჯაანის „ალაზანში“, გულშემატკივარმა კი „თელავიდან“ გაიცნო, სადაც 2017–2021 წლებში გუნდის კაპიტანი იყო.

„თელავიდან“ 2023 წელს უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი უნგრეთის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბში, მტკ-ში ჩაირიცხა.

ბერიაშვილმა 2019-2020 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა.