უნგრეთის ჩემპიონატის შეხვედრა ისევ გამოტოვა ილია ბერიაშვილმა, რომლის მტკ სტუმრად „კეჩკემეტს“ დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა.
ქართველმა მცველმა უნგრულ კლუბში სეზონის პირველი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა, ბოლოს მან 11 იანვარს სერბულ კლუბთან ამხანაგური შეხვედრაში ითამაშა. მას შემდეგ მტკ-მა ოთხი შეხვედრა გამართა, მაგრამ ბერიაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა. საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელმა თქვა, რომ ტრავმირებულია და დაახლოებით კიდევ სამი კვირა ვერ ითამაშებს.
„ხერხემლის ტრავმა მაწუხებს და ჯერ ზუსტად არ ვიცი, როდის ვითამაშებ. სავარაუდოდ, მარტში ვარჯიშს განვაახლებ და მოედანსაც დავუბრუნდები“, – განაცხადა ილია ბერიაშვილმა.