ილია ბერიაშვილი „ფერენცვაროშთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
ილია ბერიაშვილი „ფერენცვაროშთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT

ბუდაპეშტის მტკ-ის ქართველი მცველი ილია ბერიაშვილი „ფერენცვაროშთან“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

უნგრეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ქართველის გუნდმა „ფერენცვაროში“ საკუთარ სტადიონზე მიიღო. ფავორიტად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მიიჩნეოდა, მაგრამ მასპინძლებმა საკუთარი კარი საიმედოდ დაიცვეს და ქულა მოიპოვეს – 1:1.

ილია ბერიაშვილი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, 7.6 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და 27 წლის მცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.