ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის არმიამ ყარაბაღში ქალაქი ფიზული გაათავისუფლა
ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის არმიამ ყარაბაღში ქალაქი ფიზული გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის არმიამ ყარაბაღში ქალაქი ფიზული გაათავისუფლა.

ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვისას, ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ასევე კონტროლი დაამყარეს ფიზულის რაიონის შვიდ სოფელზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმებს ომის დანაშაული უწოდა და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს ბრძოლის ველზე დასჯის.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ განჯის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა და 52 ადამიანი დაშავდა.