ილჰამ ალიევი - ყარაბაღი აზერბაიჯანია და წერტილი
ილჰამ ალიევი - ყარაბაღი აზერბაიჯანია და წერტილი

ყარაბაღი აზერბაიჯანია და წერტილი, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სოჭში, ვალდაის ფორუმზე.

ამ განცხადებით ილჰამ ალიევმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა.

ალიევის თქმით, მთიანი ყარაბაღის ხალხი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, რომელიც შედგება სომხებისგან და აზერბაიჯანელებისგან.

„რაც შეეხება იმას, თუ რომელი გადაწყვეტილება არის მისაღები აზერბაიჯანისთვის, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დევნილების დაბრუნება“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ოთხი რეზოლუცია ამ დრომდე არ სრულდება.