ილჰამ ალიევი - თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითია
ილჰამ ალიევი - თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითია

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია „ტეერტე ჰაბერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თურქეთის პრეზიდენტის თამამი და მტკიცე განცხადებები ბევრი ქვეყნისთვის გაფრთხილებად იქცა – არ ჩაერიოთ, აზერბაიჯანი მარტო არ არის, ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ ერთმანეთს ყველა საკითხში ვუჭერთ მხარს, ყველა ტრიბუნაზე და ჩვენი ერთობა სამუდამო უნდა იყოს“, – განაცხადა ალიევმა.

ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი. ალიევის თქმით, მან ემანუელ მაკრონისგან ბოდიშის მოხდა იმიტომ მოითხოვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს მცდარი ბრალდებები წაუყენა.

„მან თქვა, რომ აზერბაჯანმა თურქეთთან ერთად რეგიონში ტერორისტები გადაისროლა. შემდეგ თქვა, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობა სურს, მაგრამ ისინი ამას არ დაუშვებენ. მთიანი ყარაბაღი ჩვენი მიწაა. განა შესაძლებელია საკუთარი მიწის დაპყრობა? ასე რომ, საფრანგეთი ამ სამეულიდან თავად ახდენს იზოლაციას და ამაზე ვერ გავჩუმდებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.