ილჰამ ალიევი - სომხეთს საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები რომ გაეთვალისწინებინა, კონფლიქტი დიდი ხნის წინ მოგვარდებოდა
ილჰამ ალიევი - სომხეთს საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები რომ გაეთვალისწინებინა, კონფლიქტი დიდი ხნის წინ მოგვარდებოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა. ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები რომ შეესრულებინა, კონფლიქტი დიდი ხნის წინ მოგვარდებოდა.

„სომხეთს არ სურს მშვიდობა. მათ ჩვენი მიწების სამუდამო ოკუპაცია სურთ, არ სურთ სტატუს-კვოს შეცვლა და სწორედ ამ მიზეზით გაგრძელდა ყველაფერი ამდენხანს. სომხეთს რომ გაეთვალისწინებინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები, კონფლიქტი დიდი ხნის წინ მოგვარდებოდა. 1993 წელს გაერო-მ ოთხი რეზოლუცია მიიღო, სადაც ის ითხოვდა ჩვენი ტერიტორიებიდან სომხეთის ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას. მაგრამ ეს რეზოლუციები ქაღალდზე რჩება. მინსკის ჯგუფი, რომელიც შუამავლბისთვის შეიქმნა, 28 წელია, მუშაობს და ასევე, უშედეგოდ. მეორე მიზეზი არის შუამავლების მხრიდან სომხეთზე ზეწოლის ნაკლებობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.