ილჰამ ალიევი - სომხეთი უარს ამბობს, გადმოგვცეს დანაღმული ველების შესახებ სრული რუკები
ილჰამ ალიევი - სომხეთი უარს ამბობს, გადმოგვცეს დანაღმული ველების შესახებ სრული რუკები

აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმთავრესი პრობლემა გათავისუფლებული ტერიტორიების გაწმენდა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაა, მაგრამ სომხური მხარე უარს ამბობს დანაღმული ველების შესახებ რუკების გადაცემაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოების მეთაურების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

ღონისძიება ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„სომხეთი უარს ამბობს, გადმოგვცეს დანაღმული ველების შესახებ სრული რუკები. მცირე რაოდენობით აზერბაიჯანისთვის გადაცემულ რუკებს მხოლოდ 25%-იანი სიზუსტე აქვს“, – აღნიშნა ალიევმა.