ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში ქალაქი გუბადლი გაათავისუფლა
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში ქალაქი გუბადლი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში ქალაქი გუბადლი გაათავისუფლა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ილჰამ ალიევმა დაწერა, რომ აზერბაიჯანის არმიამ 25 ოქტომბერს ასევე კონტროლი დაამყარა ზანგილანის, ჯებრაილისა და გუბადლის რაიონების რამდენიმე სოფელზე.

აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით ბრძოლების დროს, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ზუსტი დარტყმები მიაყენეს მტერს და სამხედრო ტექნიკის ნაწილი გაუნადგურეს.