ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ კიდევ სამი სოფელი გაათავისუფლა

19:47, 16.10.2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ხოჯავენდის რაიონში სამი სოფელი გაათავისუფლა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.

„გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – წერს ალიევი „ტვიტერზე“.

სომხეთში ალიევის განცხადებას ჯერჯერობით არ ეხმაურებიან.

მსგავსი