„ილ მესაჯერო“ (Il Messagero) - „რომა“ ჩაკვეტაძეს განიხილავს, მაგრამ ფონსეკას ტეტე უფრო უღირს
„ილ მესაჯერო“ (Il Messagero) - „რომა“ ჩაკვეტაძეს განიხილავს, მაგრამ ფონსეკას ტეტე უფრო უღირს

იტალიური გამოცემა „ილ მესაჯერო“-ს (Il Messaggero) ცნობით, „სერია ა“-ს ერთ-ერთი გრანდი „რომა“ ჰენმრიჰ მხითარიანის შემცვლელს ეძებს და მის პოზიციაზე სამ მოთამაშეს განიხილავს – მათ შორის, საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატების ვარიანტს.

„რომაელებს განსაკუთრებული ოპტიმიზმი არ აქვთ, რომ მხითარიანს შეინარჩუნებენ. ამიტომ „რომა“ უკვე ნადირობს, პაულო ფონსეკას მისი შემცვლელი რომ შეურჩიოს. გუნდის სპორტული დირექტორი ჯან-ლუკა სწორედ ამ საკითხითაა დაკავებული და სამი კანდიდატურა შეარჩია – მოსკოვის „ლოკომოტივის“ 24 წლის შემტევი ალექსეი მირანჩუკი, დონეცკის „შახტარიდან“ 20 წლის ბრაზილიელი ტეტე და „გენტიდან“ 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძე,“ – წერს გამოცემა.

„ილ მესაჯერო“ საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევ ნახევარმცველს ასე ახასიათებს: „კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც დეტალურად აკვირდებიან, გიორგი ჩაკვეტაძეა, „გენტის“ 20 წლის ვარსკვლავი, რომელმაც „რომას“ წინააღმდეგ ევროპის ლიგაში ითამაშა – მან ფონსეკაზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა. ის შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ თამაში მარცხენა ფლანგზეც შეუძლია“.

თუმცა, იტალიური გამოცემა წერს, რომ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა ტეტესკენ იხრება, რომელსაც დონეცკის „შახტარში“ მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს: „დონეცკის „შახტარის“ ბრაზილიელი ლეგიონერი ტეტე ის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია შეტევის ყველა პოზიციაზე ითამაშოს. იგი რამდენჯერმე ახლოს იყო, „რომასთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. ფონსეკა ბრაზილიელზე პეტრაჩის ელაპარაკა. სავარაუდოდ, სამეულიდან სწორედ ტეტეა ის მოთამაშე, რომლის დამატებაც მთავარ მწვრთნელს ყველაზე მეტად უღირს“.

დატოვე კომენტარი