იკერ კასილიასი – მისტერ ჩემპიონთა ლიგა
Porto's Spanish goalkeeper Iker Casillas during the Portuguese League football match Belenenses vs FC Porto at the Jamor stadium in Lisbon on August 19, 2018. (Photo by Pedro Fiúza/NurPhoto via Getty Images)
ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, ერთპიროვნული ლიდერი „რეალ მადრიდის“ ყოფილი და „პორტუს“ ამჟამინდელი მეკარე, იკერ კასილიასია. მის ანგარიშზე 167 მატჩია, რაც თოთხმეტით მეტია, ვიდრე კრიშტიანო რონალდოს მონაგარი.
აღსანიშნავია, რომ პირველ ექვსეულში მხოლოდ კასილიასი და რონალდო შეძლებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის გაზრდას, რადგან დანარჩენები ან ევროპულ კლუბებში აღარ თამაშობენ (ჩავი ერნანდესი – 151, ანდრეს ინიესტა – 130), ან ფეხბურთიდან უკვე წასულები არიან (რაულ გონსალესი – 142, რაიან გიგსი – 141).
ათეულის ქვედა ოთხეული კი ასე გამოიყურება:
7-8. ლიონელ მესი – 125
7-8. კლარენს ზეედორფი – 125
9. პოლ სქოულსი – 124
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 120