იკერ კასილიასი ევროთასების ფინალების დეკემბერში ჩატარებისა და „გაზაფხული-შემოდგომის“ სისტემაზე გადასვლის წინადადებით გამოვიდა
იკერ კასილიასი ევროთასების ფინალების დეკემბერში ჩატარებისა და „გაზაფხული-შემოდგომის“ სისტემაზე გადასვლის წინადადებით გამოვიდა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი, რომელიც თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე აპირებს კენჭისყრას, 2019-2020 წლების სეზონის დასრულების საკუთარი ვერსიით გამოვიდა. კერძოდ, მან მოუწოდა წამყვანი ქვეყნების ლიგებს, გადავიდნენ „გაზაფხული-შემოდგომის“ სისტემაზე.

„როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა ევროთასების თარიღებთან დაკავშირებით? ღირს თუ არა სეზონის გაუქმება? უნდა დავუკავშიროთ თუ არა სეზონი კალენდარულ წელს?

თუ სამ-ოთხ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, მოხერხდება სეზონის დასრულება, ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და ამაზე უკვე აქედანვე უნდა ვიფიქროთ“, – დაწერა კასილიასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.